15:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 15:10:42, 1274 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი - სამთავრობო პროგრამის ანგარიში არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს პრიორიტეტების შესაბამისად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტია და დეტალურად ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, რომელიც სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტებიდან გამომდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს პრიორიტეტებია უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა.

„ბუნებრივია, პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა გარკვეული სახეცვლილება განიცადა, თუმცა ყველა ძირითადი ნაბიჯის მთავარი ამოსავალი იყო სწორედ აღნიშნული პრიორიტეტები", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი წერილობით წარდგენილ ანგარიშში ასახულ ნაბიჯებზე დეტალურად ისაუბრებს, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მეთაურის მისვლის თარიღი კი, რეგლამენტის შესაბამისად, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics