15:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 14:55:41, 1262 ნახვა

კომენტარი
ბექა ლილუაშვილი - ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ქვეყნის ეკონომიკას გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ

გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც პრემიერმა არა ერთხელ აღნიშნა, ჩვენ ეპიდემიის და გლობალური პანდემიის პირველივე დღიდან გვაქვს ბრძოლა ორი მიმართულებით - ეპიდემია, ვირუსის გავრცელება, შეკავება და მართვა და მეორე მიმართულება ესა - ეკონომიკა. ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა მივიყვანეთ იქამდე, რომ გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ მას, ამიტომ ჩვენ დღეს დავიწყეთ მნიშვნელოვნად დაჩქარებული ტემპით ეკონომიკის გახსნა, თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა სტაბილური, მართვადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეებმა დაიცვან ელემენტარული წესები, აგრეთვე, ბიზნესმა დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები გასცემენ.

„გეგმის ნაწილია გახსნაც, ბუნებრივია, და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, აგრეთვე, ის ვალდებულებები, რა პასუხისმგებლობებიც უნდა გაიზიაროს თითოეულმა მოქალაქემ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა. ეს არის ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ ეპიდემიასთან ბრძოლა დასრულებული არაა, ესაა გლობალური გამოწვევა და მანამ, სანამ გლობალურად ეს ბრძოლა მიმდინარეობს, მიმდინარეობს ჩვენთანაც. შესაბამისად, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკებისგან, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე და ა.შ. ბიზნესის ვალდებულებაა ის, რომ დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ყველა ის რისკი რაც შეიძლება არსებობდეს ეპიდემიის და ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics