|
2020-05-21 20:14:39, 1507 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: ირაკლი კობახიძის ინიციატივა ოპოზიციის სპეკულაციურ წუხილებს მოხსნის
ირაკლი კობახიძის ახალი ინიციატივა თუნდაც იმ სპეკულაციურ წუხილებს მოხსნის, რომელიც ვადასთან არის დაკავშირებული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას. მისი თქმით, პანდემიის და ეპიდემიის ვადას საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი როდი განსაზღვრავს, ამ ვადას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საზღვრავს, ხოლო ირაკლი კობახიძის ინიციატივა არის ბოლო წერტილი იმ სპეკულაციების ჩასახსნელად, რასაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან. „ უნდა განვმარტოთ კიდევ ერთხელ, რომ ვადა პანდემიის და ეპიდემიის, აი ამ სიტყვების დათქმის სახით იყო განსაზღვრული, პანდემიას არ განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი, განსაზღვრავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მაგრამ ეს არის ბოლო წერტილი იმ სპეკულაციების ჩასახსნელად, რასაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით და ყველა კითხვაზე პასუხი იქნება უკვე საბოლოო გადამწყვეტი, რომ დროებითობა კიდევ უფრო გამყარებული იქნება. გარდა ამისა, ასევე მინდა შევუერთდე ჩემი კოლეგის წეღანდელ მოწოდებას, რომ ამ სამი ვარიანტიდან: ერთ - საგანგებოს გაგრძელებაა, რომელიც რა პრობლემებს ქმნის, მათ შორის კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ვიცით. მეორე - უბრალოდ რომ დავამთავროთ, საგანგებო მდგომარეობა მთავრდება ისედაც ხვალ ღამე 12 საათზე და ამის შემდეგ მივუშვათ ეს პროცესი და მესამე - მხარი დავუჭიროთ ამ დათქმით იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც იძლევა მინიმალური შეზღუდვების დატოვების საშუალებას, რაც ჩვენ გამოგვადგება პანდემიასა და ეპიდემიასთან ბრძოლაში და რაც არ გამორიცხავს თავის მხრივ საკანონმდებლო ორგანოს მაკონტროლებელ ფუნქციას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპიც არ უნდა დაგვავიწყდეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)