09:13 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-01 16:35:13, 1300 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც არა თუ საზოგადოებაში არამედ, საკუთარ პარტიაში მხარდამჭერები ვერ მოუძიებიათ

 „სამწუხაროა, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც არა თუ საზოგადოებაში არამედ, საკუთარ პარტიაში მხარდამჭერები ვერ მოუძიებიათ", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილ მიმართვას.

ვოლსკის თქმით, „ქართველი ხალხის სახელით, რამდენიმე პარტია, დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერის გაერთიანებიდან, ცდილობს მთელი მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა არანაირად არ გაფუჭდება“.

„ქართველი ხალხის სახელით, რამდენიმე პარტია, დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერის გაერთიანებიდან, ცდილობს მთელი მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა არანაირად არ გაფუჭდება და პირიქით, გაუმჯობესდება თუკი, ერთ სახელმწიფოში ბრალდებული და გასამართლებული ადამიანი მეორე სახელმწიფოში რაღაც თანამდებობაზე დაინიშნება. ეს სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც  აბსურდია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics