09:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-29 13:39:04, 1251 ნახვა

კომენტარი
კობა გვენეტაძე - უმჯობესია ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს, მაგრამ ამის გაკეთება მოკლე ვადაში შეუძლებელია

ეროვნული ბანკის დირექტორმა, კობა გვენეტაძემ განმარტა, უმკლავდება თუ არა ეროვნული ბანკი გაზრდილ ფასებს.

მისი თქმით, როდესაც ხდება მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი შემთხვევები, ამას მოჰყვება ფასების ზრდა, ხოლო ცენტრალურ ბანკებს მთელს მსოფლიოში არ აქვთ რაიმე ისეთი საშუალება, რომლის დახმარებითაც ინფლაცია ასეთი შემთვევების მერე ძალიან მალე იმავე მიზნობრივ ნიშნულს დაუბრუნდება.

„როდესაც ხდება მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი შემთხვევები, ამას მოჰყვება ფასების ზრდა. ცენტრალურ ბანკებს მთელს მსოფლიოში არ აქვთ რაიმე ისეთი საშუალება, რომლის დახმარებითაც ინფლაცია ასეთი შემთვევების მერე ძალიან მალე იგივე მიზნობრივ ნიშნულს დაუბრუნდება.

კარგად მესმის, რომ უმჯობესია ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს, მაგრამ ამის გაკეთება მოკლე ვადაში შეუძლებელია.

ამავე დროს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვტილებების საფუძველზე იმ ჩარჩოს საფუძველზე, რომელიც აქვს შექმნილი ეროვნულ ბანკს, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, ინფლაცია საშუალო ვადიან პერიოდში დაუბრუნდება და იმოძრავებს მიზნობრივი ნიშნულისკენ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics