ზოოპარკის პრესსამსახური: ყველა მომვლელს ვესაუბრეთ და არც ერთს არ უთქვამს ის, რასაც "The Guardian" აქვეყნებს
თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მზია შარაშიძე არ ადასტურებს "The Guardian"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მომვლელები პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებს გადაჭარბებულ რეაქციაში და ცხოველების არასაჭირო დაცხრილვაში ადანაშაულებენ.