12:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 15:52:32, 1127 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი - გადახდისუუნარობის კანონთან დაკავშირებული ცვლილებები „დუინგ ბიზნესში“ საქართველოს შეფასებაზეც იმოქმედებს

გადახდისუუნარობის რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ამოქმედება, ვფიქრობთ, იმოქმედებს  „დუინგ ბიზნესის“რეიტინგზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით,  იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ფინანსთა სამინისტროც.

მისივე თქმით, გადახდისუუნრობის რეფორმის შედეგად, ქვეყანა მნიშვნელოვნად დაწინაურდა „დუინგ ბიზნესის“ გადახდისუნარიანობის რეიტინგსი, რაც თავის მხრივ, იმოქმედებს ზოგადად, „დუინგ ბიზნესის“ რეიტინგზე.

„ეს არის ძალიან საინტერესო და პროგრესული კანონი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კანონი მზად იყო, შეთანხმება მიმდინარეობდა ორ კომპონენტზე: ერთი იყო, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ის, რომ აღსრულების ბიურო იყო მონაწილე გადახდისუუნარობის პროცესში და მას ჰქონდა გადამწყვეტი ფუნქცია და მეორე მხრივ, როდესაც დგებოდა აქტივების განაწილების საკითხი, რიგითობაში შემოსავლების სამსახურს ჰქონდა პრიორიტეტი. ჩვენ გავითვალისწინეთ საუკეთესო გამოცდილება, დავახარისხეთ ქვეყნები იმ ჯგუფებად, სადაც არის ყველაზე ლიბერალური და პრობიზნესური გარემო. ბევრი მოლაპარაკების შედეგად, ორივემ დავთმეთ პოზიციები და შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიუროს  კომპონენტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება ჩაერთოს,  რაც შეეხება საგადასახადო ორგანოს - ჩვენ თავი დავიყენეთ ჩვეულებრივი კრედიტორის რიგში იმისდა მიხედვით, ვისთან როდის წარმოიშვა ვალდებულება. ეს არის ძალიან კარგი და კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, უწყებრივი ინტერესები გაიწიოს მეორე პლანზე", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics