|
2026-06-27 11:54:47, 242 ნახვა
პოლიტიკა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
პარტია დროას შეფასებით, თითოეული დღე, რომელსაც ელენე ხოშტარია ატარებს კლინიკისა და შესაბამისი გამოკვლევების გარეშე არის ჯანმრთელობაზე დარტყმის ახალი დღე, რასაც რეჟიმი შეგნებულად აკეთებს. ამის შესახებ ბრიფინგზე გიგა ლემონჯავამ ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, რომ როგორც ელენე ხოშტარია, ასევე დროა არ აპირებენ უკან დახევას და ბრძოლის შეწყვეტას. "როგორც იცით, ორი დღის წინ ელენე მოინახულა რევმატოლოგმა, მისმა მკურნალმა ექიმმა, ქალბატონმა მაკა იოსელიანმა და მან ვერ მოახერხა ელენეს ჯეროვნად გასინჯვა, სრულფასოვნად გასინჯვა იმ აუტანელი ტკივილის გამო, რომელიც ჰქონდა ელენეს, თუმცა გასინჯვა მაინც მოხერხდა, ექიმი გაეცნო სამედიცინო დოკუმენტაციას და მისი დასკვნით, ვითარება არის მძიმე და დაავადება პროგრესირებს. ასევე არსებობს, ცენტრალური დაავადების გარდა, დამატებითი ფაქტორები, რომელიც საჭიროებს დამატებით კვლევას და ამ ყველაფრისთვის აუცილებელია ელენეს გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რადგან ციხის პირობებში ამ ტიპის კომპლექსური გამოკვლევების, დიაგნოზის საბოლოო დადასტურების და შემდგომი მკურნალობის შესაძლებლობა არ არსებობს. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უარს ვამბობდით, რომ გვესაუბრა სამედიცინო დეტალებზე და სამედიცინო გამოსავალზე, რადგან, ბუნებრივია, რომ ჩვენ არ ვართ ამ სფეროს პროფესიონალები და ჩვენ არ გვინდოდა, განსაკუთრებით ელენეს არ უნდოდა, რომ ამ ყველაფერს რაღაც სპეკულაციის ელფერი ჰქონოდა. თუმცა მას მერე, რაც ექიმს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, მკაფიო შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის გასაკეთებელი, ჩვენ გვინდა ძალიან მკაფიოდ, ცხადად ვთქვათ, რომ თითოეული ახალი დღე, რომელსაც ელენე ატარებს კლინიკის გარეშე, შესაბამისი გამოკვლევების გარეშე, დიაგნოზის საბოლოო დადასტურების და მკურნალობის გარეშე, არის ჯანმრთელობაზე დარტყმის ახალი დღე და ეს არის არა შემთხვევითი ამბავი, არამედ ეს არის აბსოლუტურად შეგნებული ამბავი, რასაც აკეთებს რეჟიმი ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ. თითოეული ახალი დღე, როდესაც ელენე არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში და არ ეძლევა ადეკვატური შესაძლებლობა სამედიცინო მკურნალობისა, არის შეგნებული დარტყმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე. ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს მის წინააღმდეგ. ასევე უნდა გითხრათ, რომ ის, რაც გააკეთა რევმატოლოგმა მაკა იოსელიანმა, სინამდვილეში უნდა გაეკეთებინა პენიტენციურ სამსახურს. პენიტენციური სამსახურის უშუალო პასუხისმგებლობა იყო დაედგინა დიაგნოზი და დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. თუმცა მათ ეს არ გააკეთეს, მაგრამ ექიმი რევმატოლოგის ჩართულობით, ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან მკაფიო სურათი. ელენე უნდა იყოს გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში კვლევებისთვის და შემდგომი მკურნალობისთვის. აქვე ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა ელენეს და დროას პოზიცია, ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, რეჟიმის ნების ნებისმიერი ბოროტმოქმედების მიუხედავად, ნებისმიერი ნაბიჯის მიუხედავად, რაც არ უნდა გადადგას რეჟიმმა პირადად ელენეს, პარტია დროას წინააღმდეგ, არცერთი წამით არ ვაპირებთ უკან დახევას, არც ერთი წამით არ ვაპირებთ ბრძოლის შეჩერებას, არ არსებობს ფასი, რომელსაც რეჟიმი გადაგვახდევნებს და ჩვენ შევწყვეთ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება საქართველოს." - განაცხადეს დროას ბრიფინგზე.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)