|
2019-10-18 18:37:54, 4000 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ნათია თურნავა ჩვენი კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრია, სხვა ყველაფერი არის ჭორები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამინისტროებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც იმ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებზეც მთავრობის ძალისხმევა მიიმართება. გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძირითადი ამოსავალი დრო, ეფექტურობა და ხარისხი იქნება. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქონების მართვა. საპრივატიზებო ნუსხა უნდა იყოს შთამბეჭდავი - საინვესტიციო მიზიდულობის და ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისითაც. სულ მცირე, უნდა იყოს სხვადასხვა სიდიდის 100-120 ობიექტი. მოძებნეთ, რადგან სხვადასხვა უწყების ბალანსზეა საკმაოდ სერიოზული აქტივები, რომლებიც უბრალოდ მივიწყებულია და არ ფუნქციონირებს. ამ კუთხით ჩვენ გვჭირდება აქტიურობა და სწრაფი რეაგირება", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ ნათია თურნავა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი კი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია. მთავრობის მეთაური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, ასევე უწყებას დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)