18:12 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-23 17:10:48, 275 ნახვა

პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში გუშინ, 22 ივლისს მომხდარ მოვლენებს ეხმაურება. 

„სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს. მშვიდობასთან დამარცხებულები ყველა შემთხვევას იყენებენ ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკის დისკრედიტაციისთვის." - წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

***

გუშინ, 22 ივლისს, ბათუმში ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩის კვეთაზე სროლა იყო. Ajara Times-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყებოდა, რომ ადგილზე მისულმა ნიღბიანმა პირმა 10-მდე ტყვია გაისროლა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაჭრეს. ის კლინიკაში გადაიყვანეს. 

***

ამასთან, გუშინ, 22 ივლისს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სროლა იყო. ბრალდებულმა, რომელიც უკვე დაკავებულია, 4 პირი დაჭრა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია, მათგან ერთი კი, კლინიკაში გარდაიცვალა.  ამასთან, შსს აცხადებს, რომ ბრალდებულმა დაკავებისას პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია - მას  20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

***

გუშინ, 22 ივლისს პროპაგანდისტული შეტევის შემდეგ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. კადრებში ისმოდა, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს. სავარაუდოდ, თავდასხმა ონისე ოქრიაშვილის მიერ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენებას უკავშირდება. პროპაგანდა უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამის გამო აქტივისტის დისკრედიტაციას ეწევა. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics