20:47 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 14:57:19, 1468 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრების კონფერენციას სიტყვით მიმართა

ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სამართლებრივი პოლიტიკა, კანონის უზენაესობისა და პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ელმმართველობა, ღია და გამჭვირვალე მთავრობა, სერვისების ხელმისაწვდომობა, მათ შორის, მაღალმთიან და რაიონული ცენტრებისაგან მოშორებულ სოფლებში − ეს იმ მიღწევების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი  თეა წულუკიანი, მინისტერიალის მონაწილეებს ესაუბრა.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზებითა და საფრანგეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებას 30-ზე მეტი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები, მათ შორის, 20 ქვეყნის იუსტიციის მინისტრები,  ესწრებიან.

მინისტერიალი საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ნიკოლ ბელუბემ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა,   ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მარი პასკემ და  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე ლინოს-ალექსანდერ სიცილიანოსმა გახსნეს.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და საფრანგეთის ორგანიზებით გამართული მინისტერიალი 14 ოქტომბერს გაიხსნა. მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმი მუშაობას ხვალ ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დაასრულებს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics