|
2019-10-03 17:55:41, 1726 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს სრული ინტეგრირება ნატო-ში მოქალაქეების არჩევანია და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
ნატო-სა და საქართველოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, როუზ გოტმიულერს საქართველოს მეგობრობისა და მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. „ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოს სრული ინტეგრირება ნატოში ეს არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტური თანამშრომლობით მივაღწიოთ ამ მიზანს", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსიები სადაც შეფასდა საქართველოს წარმატება და მიღწევები, როგორც დემოკრატიზაციის, ასევე თავდაცვის შესაძლებლობების გაღრმავებაში. „დღეს ჩვენ გვქონდა საშუალება ძალზედ მნიშვნელოვანი დისკუსიები გაგვემართა, სადაც შეფასდა საქართველოს წარმატება, მიღწევები, როგორც დემოკრატიზაციის, ასევე თავდაცვის შესაძლებლობების გაღრმავებაში, რაც ერთმნიშვნელოვნად იქნა დადასტურებული ჩვენი მეგობრების მხრიდან", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ მიიღო ასევე რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც ასევე გახდება სამომავლო მიზანი. „ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროგრესი ნატოსთან თანამშრომლობის არის სულ უფრო და უფრო ეფექტური, მოგეხსენებათ, რომ ერთობლივი წვრთნების ნაწილში საქართველოს აქვს ბოლო 2019 წლის განმავლობაში სერიოზული წარმატებები და ჩვენ ყველანი მოველით, რომ ეს ეფექტური თანამშრომლობა რომელიც უკვე გადაზრდილია საქართველოს ყველაზე მაღალი ხარისხის თავსებადობაში ნატოს ძალებთან, საბოლოო ჯამში გადათარგმნილი იქნება რეალურ შედეგში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის, რასაც ქართველი მოქალაქეები აძლევენ ხმას, ამას მხარს დაუჭერენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)