19:53 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-22 13:06:52, 1362 ნახვა

საზოგადოება
პანკისში, მსუბუქი მანქანა რამდენიმე ბავშვს და ქალს დაეჯახა - მძღოლი დაკავებულია

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სადაც ადგილობრივები „პანკისობა 2018“-ის ფარგლებში გასართობი ღონისძიებების ჩატარებას აპროტესტებდნენ, მამაკაცი დააკავეს.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, მან 15-მდე ბავშვისთვის ავტომობილის დაჯახება სცადა.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე ბავშვი მსუბუქად დაშავდა. შეუძლოდ გახდა ქალიც, რომელიც ამ ინციდენტს შეესწრო.

„დაკავებული მამაკაცი იმ ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელიც „პანკისობა 2018“-ში იღებდა მონაწილეობას. მას შემდეგ, რაც ადგილობრივების პროტესტის შედეგად „პანკისობა“ ჩაიშალა, მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით, სავარაუდოდ ნივთების ასაღებად, ღონისძიების ჩატარების ადგილზე მისვლას ცდილობდა. შესასვლელი ბავშვებს ჰქონდათ გადაკეტილი, მიუხედავად ამისა, მან ჯაჭვის გარღვევა სცადა და ბავშვებს შეეჯახა“, - ნათქვამია მედიასაშუალების ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

წყარო: Reginfo.ge









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics