19:07 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 11:38:36, 725 ნახვა

საზოგადოება
სოფიო ხუნწარია თბილისი-ბრისტოლის დაძმობილებისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, ჯასტინ მაკკენზი სმიტთან ერთად, თბილისისა და ბრისტოლის დაძმობილების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო.

გამოფენა - „ერთიანობა  განსხვავებულობაშია, ბრისტოლი და თბილისი: 1988-2018“ თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა და ორი ქალაქის დაძმობილებიდან დღემდე, კულტურულ, საგანმანათლებო, მოქალაქეობრივ ურთიერთობებს ასახავს.

თბილისის მერის მოადგილემ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დაძმობილებულ ქალაქებს შორის არსებულ კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრა. სოფიო ხუნწარიას თქმით, ქართველმა და ბრისტოლელმა მხატვრებმა ორი ქალაქის დამეგობრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

„ქართველ და ბრისტოლელ მხატვართა მეგობრობა სათავეს 1992 წელს იღებს, როდესაც ბრისტოლის „არნოლფინის“ გალერეაში გამოფენა HEAT & CONDUCT გაიმართა, სადაც რვა ქართველი მხატვარი მონაწილეობდა. ორი წლის შემდეგ - 1994 წელს, ბრიტანელი ხელოვანების, ბრიუს ალანისა და ანთია ნიკოლსონის თაოსნობით, თბილისს პირველად, ექვსი ბრისტოლელი მხატვარი ეწვია, რასაც „ქარვასლაში“ ქართველი და ბრიტანელი მხატვრების ერთობლივი გამოფენა - SILK ROAD-ი მოჰყვა. მას შემდეგ, არაერთი საინტერესო გამოფენა მოეწყო, რამაც ქართველ და ბრისტოლელ მხატვართა შორის ნაყოფიერ და წარმატებულ  თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

გამოფენის ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილია ფოტოსურათები ბრისტოლი-თბილისის დაძმობილების საზოგადოების სხვადასხვა პროექტებიდან და აღნიშნული ქალაქების პეიზაჟები. ასევე, წარმოდგენილია განსხვავებული მედიისა და მასალისგან შექმნილი მრავალფეროვანი მხატვრული ნამუშევრები, რომლებიც ფოტოგრაფიას, ვიდეო-ინსტალაციებს, სკულპტურასა და მხატვრობას  მოიცავს.

გამოფენის ორგანიზატორი ქალაქ ბრისტოლში მცხოვრები ექიმი ნინა ბენდუქიძეა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics