17:22 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-15 16:37:50, 1719 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში დასუფთავების აქცია გაიმართა

კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგზარდული პროგრამების მონაწილეები ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად  შეუერთდნენ.

აქციის ფარგლებში, გარეჯის ქუჩის მიმდებარედ, N49 ბაგა-ბაღის წინ არსებული გამწვანებული ტერიტორია დასუფთავდა. დასუფთავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ აქციაში ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ მიიღეს მონაწილეობა.

„მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობა. „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამების მონაწილე მოზარდები ძალიან დაგვეხმარნენ და ერთობლივი ძალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან ერთად, საკმაოდ დიდი ტერიტორია დავასუფთავეთ. მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება და ვეცდებით, ახალგზარდა თაობის წარმომადგენლები ყოველთვის ჩავრთოთ ასეთ კარგ საქმეში“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ასევე, აღნიშნულ გამწვანებულ ტერიტორიაზე, გამგეობის დაკვეთით, ხეების სხვლა-ფორმირება განხორციელდა, მოიჭრა რამდენიმე ავარიული, ხმელი ხე და გაუვალი ბუჩქები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics