15:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 10:54:22, 2413 ნახვა

პოლიტიკა
მაიკ პენსი საქართველოს 31 ივლისს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, პენსის ვიზიტი საქართველოში 31 ივლისს და 1-ელ აგვისტოს შედგება.

„მინდა შევეხო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის  საქართველოში ვიზიტს. პენსის ვიზიტი საქართველოში 31 ივლის და პირველ აგვისტოს შედგება. ეს ვიზიტი გახლავთ კიდევ ერთი ძალიან დიდი დადასტურება აშშ-ის მხარდაჭერის საქართველოს მიმართ. ის, რომ ჩვენ ძალიან მოკლე დროში ძალიან მჭიდრო ურთიერთობები დავამყარეთ ახალ ადმინისტრაციასთან უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“,-აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics