14:51 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-09 13:34:23, 269 ნახვა

ევროპის ამბები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა დათანხმდა გერმანიას შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების მიყიდვას.

გერმანიის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ბუნდესტაგში გამოსვლისას გააკეთა, რასაც Die Ziet ციტი ავრცელებს.

მერცის თქმით, ამ რაკეტებს ფედერალური მთავრობა შეიძენს და გერმანიაში განლაგდება.

მან დასძინა, რომ ორივე მხარე ამაზე ანკარაში, თურქეთის დედაქალაქში, ნატოს სამიტის ფარგლებში შეთანხმდა.

„ჩვენ შევთანხმდით... ანკარაში, ნატოს შეხვედრის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობასთან შევთანხმდით, რომ ამერიკულ Tomahawk-ის რაკეტებს შევიძენთ და გერმანიაში განვათავსებთ“, - თქვა მერცმა.

მისი თქმით, ეს თავდაცვაში „მნიშვნელოვან სტრატეგიულ ხარვეზს“ აღმოფხვრის.

ამავდროულად, ევროპა საკუთარი სისტემების შემუშავებას და განლაგებას გეგმავს, დასძინა კანცლერმა.

მერცმა აღნიშნა, რომ ნატო ტრანსატლანტიკურ ალიანსად რჩება, მაგრამ ევროპამ საკუთარი უსაფრთხოებისთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

Financial Times-მა ადრე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გერმანია აშშ-ზე ზეწოლას ახდენს, რათა გერმანიის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის მეტი წარმოება დაუშვას.

წყარომ აღნიშნა, რომ დისკუსიები მოიცავს „ყველაფერს“, რაც ორივე ქვეყანას დაეხმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰაუკის“ რაკეტებისა და „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის უახლესი ინტერცეპტორების ერთობლივ წარმოებას, რომელიც ცნობილია როგორც PAC-3.

თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა დაადასტურა გერმანიაში ამერიკული იარაღის წარმოების გაზრდის გეგმები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics