|
2017-06-01 14:14:23, 1861 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა
კიევში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავთან და უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხეილ უკლებამ და უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე ცნობილმა ორკესტრმა „კიევ-კლასიკ", სტუმრებისთვის ქართული და უცხოური კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა. საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ უკრაინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, კიევში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მასმედიის, არასამთავრობო სექტორისა და უკრაინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები. მიღებას საპატიო სტუმრის სტატუსით მსოფლიოში ცნობილი სომელიე ჟერარ ბასე ესწრებოდა, რომელმაც ქართული ღვინის დეგუსტაცია მოაწყო. გარდა ამისა, კიევში, ქართულ რესტორანში, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელიც ასევე ჩაატარა ცნობილმა სომელიემ ჟერარ ბასემ. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ და კომპანიის "GWS" აღმასრულებელმა დირექტორმა. დეგუსტაციას ესწრებოდნენ მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მედია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, უკრაინის დედაქალაქში გაიმართა მე-8 ქართული კულტურის საერთაშორისო ფესტივალი. საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღო კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრთან „იბერიელი" არსებულმა ქართული ცეკვის ანსამბლმა. კონცერტი თბილისიდან მოწვეულმა ქართულმა მუსიკალურმა კოლექტივმა "ირიაომ" გახსნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)