|
2016-11-15 23:07:43, 702 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ენმ-ში დაპირისპირებაზე: რას იყოფენ ვერ გავიგე, რა გვაქვს გასაყოფი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ ვითარებიდან გამოსავალს დემოკრატიაში ხედავს და ამბობს, რომ „ჭირი ვეღარ დაიმალება“. სააკაშვილი პარტიაში თავმჯდომარეობის შესახებ მიმდინარე საუბრებსაც გამოეხმაურა და პარტიის ლიდერებს ურჩია, აზრი ენმ-ის რიგით წევრებსაც ჰკითხონ. „თავმჯდომარის ფუნქციები ნაციონალური მოძრაობაში არის ძალიან ბუნდოვანი. რას იყოფენ, ვერ გავიგე, რა გვაქვს გასაყოფი. ჯერ ერთი, არ ვარ თავმჯდომარე. უბრალოდ, არც ერთი საბაბი არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ხალხი გააღიზიანო. უნდა ჰკითხონ ყველაფერი ხალხს. ახლა გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის მეტი დემოკრატია. ახლა ვიწრო ჯგუფი ჩაიკეტა და ამბობს, ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და მაგათ არაფერი იციან, ეგრე არ გამოვა. მე ამ ხალხს ვუყვავებდი, რომ ახლა არაა დრო რყევის, ჭირი ვეღარ დაიმალება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტევიუში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)