18:46 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-03 16:51:09, 280 ნახვა

პოლიტიკა
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთს რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე აფრთხილებს და აცხადებს, რომ რუსეთის მიზანი NATO-ს წინააღმდეგობის უნარის შემოწმებაა.

თავდასხმის ობიექტი შესაძლოა ინფრასტრუქტურა გახდეს, იერიშები შესაძლოა მიიტანონ დრონებით, რაკეტებით ან ქვეთების საზღვრის კვეთით.

ვაშინგტონმა ვარშავა ამ შეთქმულების შესახებ უკვე რამდენჯერმე გააფრთხილა - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან დაახლოებულმა   წყაროებმა განუცხადეს. პოლონურ საინფორმაციო გამოცემა Onet-ს (რომელიც, The Telegraph-თან ერთად, Axel Springer-ის მფლობელობაშია და მისი გლობალური რეპორტიორების ქსელის ნაწილია).

რუსული პროვოკაციის მიზანი დაძაბულობის ესკალაცია და დასავლელი მოკავშირეების იძულებაა, შეაჩერონ უკრაინის დახმარება. ეს გეგმა შესაძლოა უახლოეს თვეებში იქნას სისრულეში მოყვანილი.

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ უფრო ტრადიციულ თავდასხმასაც, როგორიცაა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსი ჯარისკაცების მცირე სახმელეთო შეჭრა.

Onet-ის უსაფრთხოების წყაროების თანახმად, პროვოკაციის სცენარები შეიძლება მოიცავდეს დრონების თავდასხმას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე (მაგალითად, ელექტროსადგურებზე) ან სიმულაციურ საჰაერო იერიშებს, რაც პოლონეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების გააქტიურებას აიძულებს.

პოლონეთის დაზვერვის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ყველაზე უკიდურეს სცენარში შესაძლოა ვიხილოთ „ჰიბრიდული თავდასხმა სასაზღვრო რეგიონში“. ამავე წყაროს თქმით, რუსი ან ბელარუსი ჯარისკაცების მონაწილეობით შეიარაღებული შეჭრაც კი დასაშვებია.

ეს ყველაფერი რუსეთმა შესაძლოა წარმოაჩინოს, როგორც GPS-ის გაუმართაობის გამო პოლონეთის ტერიტორიაზე შემთხვევით გადასვლა, ან როგორც საეჭვო სამაშველო მისია დაზიანებული ვერტმფრენის გამოსახსნელად.

„აშშ სისტემატურად აწვდის პოლონეთს ინფორმაციას რუსეთის ახალ-ახალი გეგმების შესახებ, რომლებიც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ტრადიციულ თავდასხმას გულისხმობს და ამ საფრთხისგან პოლონეთი ნამდვილად არ არის დაზღვეული“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირმა.

მეორე წყარომ, რომელიც NATO-ს ალიანსში პოლონეთის ერთ-ერთი მოკავშირე ქვეყნის ელჩია, ასევე დაადასტურა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში პროვოკაციის მოწყობაა დაგეგმილი და ის სერიოზულ რისკს წარმოადგენს. ამავეს აცხადებს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს მესამე წყაროც.

ბალტიისპირეთის უსაფრთხოების მეოთხე წყარომ The Telegraph-ს დაუდასტურა, რომ მსგავსი გეგმები მოსკოვში მართლაც განიხილება. ამასთან, რუსეთმა შესაძლოა სცადოს, მომხდარ პროვოკაციაში მოგვიანებით უკრაინა დაადანაშაულოს.

რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სახმელეთო თავდასხმა შესაძლოა განხორციელდეს ან კალინინგრადიდან (რუსული ექსკლავი პოლონეთის ჩრდილოეთით, სადაც ბირთვული იარაღია განთავსებული), ან აღმოსავლეთიდან - ბელარუსის ტერიტორიიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-ს რეზოლუცია „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მოითხოვს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია 5 მილიონი ლარი დაჯდება
სტრასბურგმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის განხილვა დაიწყო
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics