12:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 16:20:55, 673 ნახვა

პოლიტიკა
კანდელაკი: სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობისთვის ვიწრო პარტიული ინტერესი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ჩვენი მთავრობისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვიწრო პარტიული ინტერესი ვიდრე ქვეყნის ინტერესი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ არა თუ არ გამოიყენა ეს შანსი, არამედ იმუშავა ამ შანსის წინააღმდეგ.

"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოიცავს 56 ქვეყანას, მათ შორის შეერტებულ შტატებს, ცენტრალური აზიის ქვეყნებს. ამხელა მასშტაბის და დონის ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლის მეორე ტურში გასვლა და ასეთი მცირე სხვაობით დამარცხება არის უკვე უდიდესი წარმატება საქართველოსთვის. ეს იყო შანსი საქართველოსთვის, რათა ამხელა საერთაშორისო დონეზე მთელი სიმწვავით დამდგარიყო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, როგორიც არის დევნილთა დაბრუნება და სუვერენიტეტის საკითხები. აღსანიშნვია, რომ დეპუტატების გარკვეულმა რაოდენობამ, რომლებმაც გუშინ წინასწარი ხმის მიცემის დროს ყველამ გიგი წერეთელს დაუჭირა მხარი, სამწუხაროდ ასამბლეის დატოვება მოუწიათ და მეორე ტურში მონაწილეობა ვერ მიიღეს. დასანანია, გიგი წერეთელი იყო შანსი საქართველოსთვის, რომ ჩვენი პრობლემები საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს დონეზე დამდგარიყო. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ არა თუ არ გამოიყენა ეს შანსი, არამედ იმუშავა ამ შანსის წინააღმდეგ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics