12:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 10:12:54, 649 ნახვა

პოლიტიკა
ლინკევიჩიუსი: საქართველო უვიზო რეჟიმს შემოდგომაზე მიიღებს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის განცხადებით, საქართველო უვიზო მიმოსვლას შემოდგომაზე მიიღებს.

აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“  ქართული რედაქცია ავრცელებს.

მინისტრის აღნიშნავს, რომ საქართველო ამ პროცესის მალე დასრულებას იმსახურებს, თუმცა ფორმალური პროცესის დასასრულებლად ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას შორის კონსესუსი აუცილებელია.

"მე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მიღწევებს რეფორმების ჩატარების და ეგრეთ წოდებული, საშინაო დავალების შესრულების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს უვიზო რეჟიმის მიღებას. ამის შესახებ კომისიამაც გააკეთა პოლიტიკური განცხადება“,-განაცხადა ლინკევიჩიუსმა.

მისივე თქმთ, გამორიცხული არ არის, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

„შეიძლება შეთანხმებაში საჭირო გახდეს გარკვეული უსაფრთხოების ზომების ჩადება. ვფიქრობ შემოდგომის დასაწყისისთვის ამ პროცესს დავასრულებთ და მათ მიეცემათ ბოლომდე დამსახურებული უვიზო რეჟიმი“,-აღნიშნა ლინკევიჩიუსმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics