19:40 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-01 17:51:09, 271 ნახვა

სამართალი
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ

თქვენი კოლეგები და მეგობრები, გულწრფელად გთხოვთ დაფიქრდეთ იმ გზებზე, რომლებიც შესაძლოა მოგცემთ შესაძლებლობას, კვლავ დაუბრუნდეთ თავისუფლებას, თქვენს ოჯახს, თქვენს პაციენტებს, თქვენს სტუდენტებსა და სამეცნიერო საქმიანობას. გთხოვთ, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესისას, კიდევ ერთხელ აწონ-დაწონოთ საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობა, - ნათქვამია ღია წერილში, რომლითაც საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებმა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ექიმს, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილს მიმართეს.

„ბატონო გიორგი, საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები მოგმართავთ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. თქვენი ცხოვრების გზა ჩვენთვის არის ადამიანისადმი მსახურების მაგალითი. მრავალი ათწლეულის განმავლობაში თქვენ ეხმარებოდით ავადმყოფებს, ასწავლიდით მომავალ თაობებს, ქმნიდით სამეცნიერო ღირებულებებს და თქვენი პროფესიული საქმიანობით ამტკიცებდით ექიმის უმთავრეს მოვალეობას - ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების დაცვას. ჩვენ და საღად მოაზროვნე თითოეულ მოქალაქეს, გვჯერა თქვენი სიმართლის და უდანაშაულობის. პატივს ვცემთ თქვენს შინაგან სიმტკიცეს, ღირსებას და უფლებას, დაიცვათ საკუთარი პოზიცია. ამავე დროს, როგორც თქვენი კოლეგები და მეგობრები, გულწრფელად გთხოვთ დაფიქრდეთ იმ გზებზე, რომლებიც შესაძლოა მოგცეთ შესაძლებლობას, კვლავ დაუბრუნდეთ თავისუფლებას, თქვენს ოჯახს, თქვენს პაციენტებს, თქვენს სტუდენტებსა და სამეცნიერო საქმიანობას. გთხოვთ, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესისას, კიდევ ერთხელ აწონ-დაწონოთ საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობა, როგორც ერთ-ერთი გზა, რომელმაც შესაძლოა მოგცეთ საშუალება, მალე დაუბრუნდეთ იმ საქმეს, რომელსაც მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვენით. ჩვენ არ გთხოვთ პრინციპებზე უარის თქმას და არც თქვენი სიმართლის განცდის დათმობას. ჩვენ მხოლოდ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ დღესაც ძალიან სჭირდებით თქვენს პაციენტებს, თქვენს კოლეგებს, თქვენს სტუდენტებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას. თქვენი ადგილი არის ჩვენ გვერდით - კლინიკაში, მეცნიერებაში და ექიმის საპატიო საქმიანობაში. ბატონო გიორგი, გთხოვთ მიიღოთ, ეს წერილი, როგორც ჩვენი ღრმა პატივისცემის, სიყვარულისა და თანადგომის გამოხატულება. გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს და მალე დაბრუნებას ჩვენთან. პატივისცემით, საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები“.- ნათქვამია ღია წერილში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics