|
2026-07-31 17:20:50, 281 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
„საბა ჯიქიამ ციხეში 20 წლის იუბილე აღნიშნა, ანდრო ჭიჭინაძემ - 30 წლის, ხოლო გიორგი ჩიკვაიძემ - 40 წლის“, - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების მდგომარეობაზე კომენტარის გაკეთებისას. „ისინი თავისუფალ საქართველოს სინდისით, ღირსებითა და განახლებული ენერგიით ააშენებენ. ციხეში გატარებული წლები, რომლებიც მათ და მათ ოჯახებს აუცილებლად ასმაგად დაუბრუნდებათ. მადლობა მათ ყველაფრისთვის და უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რაც დღეს ასე ძალიან გვჭირდება - მათი ადამიანობისა და პატრიოტიზმის მაგალითისთვის. რა თქმა უნდა, ეს მადლიერება არა მხოლოდ ამ სამს, არამედ ყველა იმ ადამიანსაც ეხება, ვინც თავისი გამბედაობითა და უკომპრომისო ბრძოლით ციხეში ყოფნისას მაგალითი მისცა. განსაკუთრებით რეჟიმის წარმომადგენლების ფონზე, რომლებიც ყოველდღიურად აჩვენებენ უპატივცემულობის, კორუფციის, სიმხდალის, ტყუილის და სხვა მრავალი რამის მაგალითებს“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)