14:04 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 13:01:44, 747 ნახვა

პოლიტიკა
მუმლაძე - ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თანამდებობა დატოვოს

ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, დატოვოს თანამდებობა და ამის შემდეგ მოწვეულ იქნას მასშტაბური ყრილობა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

მუმლაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები არ უწყობს ხელს კონსოლიდაციას და თანამებრძოლებში ერთიანობის განცდას.

"სამწუხაროდ, პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები არ უწყობს ხელს კონსოლიდაციას და თანამებრძოლებში ერთიანობის განცდას და მე ვფიქრობ, მას უნდა ესმოდეს რამხელა პასუხისმგებლობა აქვს მას და პირველ რიგში უნდა ესმოდეს, რომ არცერთი პარტიული თანამდებობა და პრივილეგია არ ღირს იმად, რომ პარტიის ერთიანობა დაირღვეს და შესუსტდეს.

ამ სიტუაციაში გამოსავალია, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა, დატოვოს თანამდებობა და ამის შემდეგ მოწვეულ იქნას მასშტაბური ყრილობა, სადაც ღიაობის, ჩართულობის, პარიტეტული საწყისების და რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, დაკომპლექტდება ახალი, ბრძოლისუნარიანი ადამიანებით და ეს პოლიტსაბჭოს აირჩევს როგორც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელს, ისე აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელ თანამდებობებს და მთელი 2024 წლის განმავლობაში, სწორედ პოლიტსაბჭო წარმართავს პარტიის საქმიანობას და ეს იქნება რეალური კრიზისის დაძლევის მექანიზმი", - განაცხადა მუმლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics