14:04 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 13:13:03, 755 ნახვა

საზოგადოება
მერია - ორბელიანისა და ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ვახტანგ ორბელიანისა და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ორბელიანის ქ. N29/36-ის მიმდებარედ დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეზღუდვა 25 მარტის 08:00-დან 27 მარტის 08:00 საათამდე, ორბელიანის ქუჩიდან მტკვრის ქუჩის მიმართულებით მოძრაობაზე იმოქმედებს.

„სამუშაოების განმავლობაში, მძღოლები ორბელიანის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ  რენა აბჟანდაძის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, შემდეგ კი გზას ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით გააგრძელებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics