22:01 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 12:39:34, 955 ნახვა

პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები წარადგინეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის პოზიციაზე ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები ოფიციალურად წარადგინეს.

როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული სამი კანდიდატი ფართო კონსენსუსის საფუძველზე შეირჩა და მათ რეკომენდაციას 52 არასამთავრობო ორგანიზაცია და ჯგუფი უწევს.

"ეს ადამიანები არიან დიდი გამოცდილებით ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის, არიან პრინციპულები, აპოლიტიკურები, რაც მთავარია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ღირსეული, პრინციპული სახალხო დამცველის კანდიდატები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მე მინდა, რომ ამ ორგანიზაციების სახელით მოვუწოდო პარლამენტის პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ მათ დაუჭირონ მხარი, წარადგინონ თავიანთ კანდიდატებად და შემდგომ უკვე პარლამენტში კენჭი უყარონ და რაც მთავარია, პოლიტიკური კონსენსუსით შევარჩიოთ ახალი სახალხო დამცველი", - განაცხადა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელმა, გიორგი კლდიაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics