12:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-13 10:05:13, 1789 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უნდა არსებობდეს გარანტია, რომ რუსი მკვლელები და სახელმწიფო ტერორის ხელშემწყობები შენგენს არ გამოიყენებენ

"ყოველივე იმის შემდეგ, რაც ოკუპანტებმა უკრაინაში გააკეთეს, რუსეთის მიმართ მხოლოდ ერთი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს - აღიქმებოდეს, როგორც ტერორისტული სახელმწიფო. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით,უნდა არსებობდეს გარანტია, რომ რუსი მკვლელები და სახელმწიფო ტერორის ხელშემწყობები შენგენს არ გამოიყენებენ.

""ყოველივე იმის შემდეგ, რაც ოკუპანტებმა უკრაინაში გააკეთეს, რუსეთის მიმართ მხოლოდ ერთი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს - აღიქმებოდეს, როგორც ტერორისტული სახელმწიფო და სხვათაშორის, რუსეთის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებაც სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა განისაზღვროს. 
მადლობას ვუხდი ჩეხეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებმაც ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ვიზების საკითხი ევროკავშირში განხილვის ოფიციალურ დონეზე მიიტანეს. 
უნდა არსებობდეს გარანტია, რომ რუსი მკვლელები და სახელმწიფო ტერორის ხელშემწყობები შენგენს არ გამოიყენებენ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics