02:11 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 14:16:07, 570 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძის განცხადებით, სანოტარო მომსახურების არეალი მუდმივად მზარდია

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სანოტარო მომსახურების არეალისა და ნოტარიუსთა რაოდენობის მუდმივი ზრდის შესახებ საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, „სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობებისა და ფაქტების დადასტურების შესაძლებლობა იყოს ფართოდ ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ ჩვენი მოქალაქეებისათვის მაქსიმალურად გავზარდეთ სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალი და დავამატეთ ახალი ლოკაციები".

მინისტრის ინფორმაციით, სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა კიდევ 8 ადმინისტრაციულ ერთეულში; თანამდებობაზე დაინიშნა 14 ახალი ნოტარიუსი; ასევე, გაიხსნა ახალი ოფისი ნოტარიუსთა პალატის აჭარის წარმომადგენლობისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics