04:43 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 18:31:41, 1506 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკის მრჩეველი - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოდან უნდა წამოვიყვანოთ

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინამ საქართველოდან უნდა წამოიყვანოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკის სააკაშვილის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

"ჩვენ ახლა საქართველოს ხელისუფლებასთან გვაქვს მჭიდრო კონტაქტი, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიმდინარეობს კონსულტაციები. პრეზიდენტ ზელენსკის სააკაშვილის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენი მოქალაქე უნდა გამოვიხსნათ", - განაცხადა პოდოლიაკმა.

მანამდე სააკაშვილს დახმარება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღუთქვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics