|
2021-09-24 16:55:38, 648 ნახვა
საზოგადოება
ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი
ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და არჩევნებში მათ მონაწილეობას. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლები უფლებამოსილი არიან არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე. ამისათვის, არაუგვიანეს 26 სექტემბრისა, უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ან დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ჰაბს ნომერზე 2 51 00 51 ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკოს ვებგვერდზე cesko.ge განთავსებული „საარჩევნო რუკის“ საშუალებით შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით. სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 127 საარჩევნო უბნის შესახებ. ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ადაპტირებული საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)