20:48 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 18:33:32, 504 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის მცხოვრებლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად ზურაბ აბაშიძე ამომრჩევლებს მთაწმინდის სამაჟორიტარო ოფისში შეხვდა, სადაც მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოისმინა და მათთან ერთად იმ გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელა, რომელთა წინაშე ადგილობრივი მცხოვრებლები დღეს  დგანან.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით შესაძლებელია რაიონში არსებული ვითარების შესახებ რეალური სურათის დანახვა და, მოსახლეობის ჩართულობით, იმ პრიორიტეტების დასახვა, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სამომავლო პროექტების დაგეგმვისას.

ზურაბ აბაშიძის თქმით, მოსახლეობასთან როგორც საჯარო, ასევე, ინდივიდუალური  შეხვედრები, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, რეგულარულად გაიმართება და გამარჯვების შემდეგ ის თავის გუნდთან ერთად იზრუნებს თითოეული ოჯახის პრობლემების მოგვარებაზე, მათ კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics