|
2021-06-11 12:26:59, 639 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - ბიუჯეტი ქვეყნის მდგომარეობის სარკეა, ჩაიხედავ და დაინახავ ამ ხელისუფლების საშინელ სურათს
ფინანსთა სამინისტრო, როგორც ბიუჯეტის მესვეური, ხელისუფლების ეკონომიკური წარუმატებლობის სარკეა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ პანდემიის კრიზისის დასაძლევად 5 მილიარდი ლარი არაეფექტიანად გამოიყენა. „დღეს ფინანსთა მინისტრი მოვა ამ დარბაზში და ძალიან მძიმე დღე იქნება მთავრობისათვის. ფინანსთა სამინისტრო, როგორც ბიუჯეტის მესვეური არის ქვეყნის მდგომარეობის სარკე. ჩახედავ ბიუჯეტში და დაინახავ ამ ხელისუფლების ეკონომიკური წარუმატებლობის საშინელ სურათს. პანდემიის პერიოდში 5 მილიარდი ლარი აიღეს მხოლოდ პანდემიის კრიზისის დასაძლევად და ამ სახსრების ძალიან დიდი ნაწილი იყო გამოყენებული არაეფექტიანად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, დღეს ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. ლაშა ხუციშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)