10:31 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 11:10:56, 524 ნახვა

პოლიტიკა
ბექა დავითულიანი - რუს ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოს საქართველოს კანონმდებლობასთან პრობლემა არ აქვს

„ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა კომენტარი გააკეთა საქართველოში რუსი ჟურნალისტის, მაქსიმ შევჩენკოს მოწვევაზე და აღნიშნა, რომ შევჩენკოს დღეის მდგომარეობის საქართველოს კანონმდელობასთან პრობლემა არ აქვს.

მანვე განმარტა, რომ შევჩენკო ქვეყანაში ბიზნეს ჯგუფმა მოიწვია.

„მაქსიმ შევჩენკოს 2009 წელს ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული, 6 წელიწადში ამ კანონდარღვევას გაუვიდა ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, მას არ აქვს დღეის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობასთან პრობლემა. ის ადგილზე მოიწვია მსხვილ ბიზნეს ჯგუფმა, ბიზნეს მოწვევით, ბიზნეს აპლიკაცია შეავსო და ამიტომ გამარტივებული წესით შემოვიდა. ამიტომ ახლა ეს შეთქმულების თეორიები ცოტა სასაცილოა“,  - განაცხადა ბექა დავითულიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics