06:44 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 14:30:37, 724 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რომ რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმა არიან, რასაც ოპოზიცია ვითხოვდით, შეთანხმებული ვართ

ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმა ვართო, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ფეისბუქ“ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ოთხივე საკითხი, რომლებსაც ოპოზიცია ერთი თვის მანძილზე ითხოვდა, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებულია.

„ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმა ვართ - ოთხი საკითხიდან გვითხრეს, რომ ოთხივეზე თანახმა არიან, ოღონდ ნებისმიერი ფორმით გადავთვალოთ და დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო. ხო ხართ მაგარი ბიჭები, ხომ ამბობთ, რომ გაყალბდა და დაგვიდასტურეთო. როგორც გინდათ ისე დაგვიდასტურეთ. ჩვენ ვუთხარით, რომ ცესკოს მონაცემებს ვერ გადავთვლით, რადგან ის უკვე სუს-მა გადახატ-გადააფერადა. კი ბატონო, ნუ ენდობით, ოღონდ რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთო. მთელი ერთი თვე რასაც ოპოზიცია ვითხოვდით, რაზეც მოლაპარაკებები მიდის, ოთხივე საკითხზე შეთანხმებული ვართ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics