04:31 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 11:56:19, 541 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთი ჟენევის დისკუსიებიდან ეუთო-ს გარიცხვას ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებამ შესაძლოა მოითხოვოს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მოხსნა ჟენევის სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ დისკუსიებიდან.

აღნიშნული ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აფხაზური მხარე იტოვებს უფლებას მოითხოვოს ეუთო-ს წარმომადგენლების გარიყვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თავაავტორობიდან. თუ ეუთო-ს წარმომადგენლები შეცვლიან თავიანთ უკიდურესად ტენდენციურ დამოკიდებულებას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პრობლემისადმი და აფხაზეთის წარმომადგენლებს ეუთო-ს შესაბამისი კომიტეტების საქმიანობის ფარგლებში, სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას მისცემენ, ეს ღონისძიება საშუალებას მოგცემთ გადახედოთ აფხაზური მხარის მიდგომებს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ', - აღნიშნულია განცხადებაში.

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების 51-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს ჩატარდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics