|
2020-12-03 12:18:03, 753 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - არ გვაქვს ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესი გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პარლამენტიდან ქუჩაში გავიდეს
„რეგიონში შემქნილი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესები გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პარლამენტიდან გავიდეს ქუჩაში“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ ბოიკოტი არ არის გზა. „მე შემიძლია გითხრათ თუ რას გვეუბნებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამასთან დაკავშირებით. ყველა ერთხმად აღნიშნავს და ეს აშკარაა, თქვენ იხილეთ არაერთი გამოხმაურება, სადაც ისინი პირდაპირ მოუწოდებენ, ჩვენს ოპონენტებს, ოპოზიციას, რომ ბოიკოტი არ არის გზა, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს მსჯელობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა პოლიტიკურ საკითხზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან, გაითვალისწინებენ ამას, რადგან აქ საკითხი დგას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინ როდესაც საქართველოს აქვს უამრავი გამოწვევა უსაფრთხოების კუთხით, რეგიონში შემქნილი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური პროცესები გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პარლამენტიდან გავიდეს ქუჩაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)