00:34 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 10:18:04, 719 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი - პომპეომ და გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაიკ პომპეომ და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ შეხვედრისას განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის როლი დემოკრატიაში.

„სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა. მდივანმა პომპეომ და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიაში. მდივანმა მოუწოდა საქართველოს განაგრძოს  აქტიური ზომების მიღება COVID-19-თან საბრძოლველად და კიბერ უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით. მდივანმა პომპეომ ასევე დაადასტურა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის ოკუპაციის პირობებში“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში 17-18 ნოემბერს იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics