|
2020-11-14 11:11:23, 492 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ხელისუფლებასთან კონსულტაციის პროცესი ნიშნავს, რომ მზად ვართ სწორი შეთანხმებისთვის
მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება კონსულტაციის პროცესი, ეს ნიშნავს, რომ მზად ვართ სწორი შეთანხმებისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მმართველის გუნდისა და ოპოზიციის კონსულტაციების მორიგი რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი შეხვედრა მოკლე ვადაში ხდება. „მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება ეს პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ვადაში ხდება შემდგომი შეხვედრა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში მზად ვართ სწორი შეთანხმებისთვის, რომელიც ჩვენს მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული. დანარჩენს შევხედავთ, ეს დამოკიდებულია, რა იქნება დღეს შეხვედრაზე. გადათვლის ნაწილი დამთავრდა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა გუშინ ოქმები და რაღა დროს გადათვლა არის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ლიდერების დიალოგის მორიგ შეხვედრას დღეს გამართავენ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)