მარგველაშვილი: ადვოკატებზე ნებისმიერ ზეწოლას განვიხილავ იმ ღირებულებებზე ზეწოლად, რომლის დაცვასაც კონსტიტუცია გვავალებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადვოკატის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვია და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განახლებული და აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გახსნა.