|
2015-08-09 10:22:09, 549 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ტერიტორიაზე ომი აღარ იყოს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბაბუშერას სამარხის გახსნის შემდეგ იდენტიფიცირებულთა დაკრძალვას დაესწრო. აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ნაწილის ცხედრები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. თინათინ ხიდაშელი დაკრძალვის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა და სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციების დროს გარდაცვლილი ადამიანების დამსახურებებზე ისაუბრა. „მძიმე და საამაყო დღეა ერთდროულად. საამაყო იმიტომ, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, დიდებული და ძვირფასია, იბრძოდე, ცხოვრობდე, შრომობდე შენი სამშობლოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა, ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც სამშობლოს სიყვარული თავგანწირვას არ მოითხოვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ 20 წლის განმავლობაში უფრო მეტი იყო თავგანწირვა, უფრო მეტი იყვნენ გმირები, რომლებიც იღუპებოდნენ, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და სამშობლოს გადარჩენისთვის გაწეული საკუთარი შრომით არიან გმირები. დღეს ძალიან რთულია რამე ვთქვათ მადლობის გარდა. მადლობა ყველას ვინც გაზარდა ბიჭები, რომლებიც, აფხაზეთში, ცხინვალში, ავღანეთში, საკუთარი სამშობლოსთვის, ჩვენთვის, თქვენთვის, ჩვენი და საკუთარი შვილებისთვის წირავდნენ თავს. ყველა ჩვენგანი ქედს ვიხრით ამ ბიჭების მშობლების, ცოლების, შვილების წინაშე. მთელი ქვეყანა მუდამ იქნება თქვენთან ვალში. ჩვენ ვერასოდეს ვერაფერს გავაკეთებთ ისეთს, რომ ეს მსხვერპლი, უზარმაზარი ტრაგედია აგინაზღაუროთ“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და მუხათგვერდის სასაფლაოზე პრემიერ-მინისტრის მიმართ ერთ-ერთი დედის თხოვნა გაიხსენა, რომელსაც ომში დაღუპული შვილის საფლავიც კი არ აქვს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ბრძოლებში დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენების პრობლემა შეძლებისდაგვარად მალე მოაგვაროს. „ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ტერიტორიაზე ომი აღარ იყოს, არ დავუშვათ ასეთი ტრაგიკული ისტორიები“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. დაკრძალვამდე ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)