|
2020-03-27 16:52:56, 1594 ნახვა
რეგიონი
სოციალური პასუხისმგებლობის აქცია შუახევში
სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე კამპანიაში მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ და თავიანთ მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქციაში სოფელ გომარდულის მკვიდრი ი/მ რამინ დარჩიძე ჩაერთო და მუნიციპალიტეტს გარკველი რაოდენობის პურის ფქვილი გადასცა. თითო ტომარა ფქვილი დღეს, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოხალისეებთან ერთად ბარათაულში შეჭირვებულ ოჯახებს დაუნაწილა. ,,მუნიციპალიტეტის სახელით მადლობა მინდა გადავიხადო რამინ დარჩიძეს სოციალური პასუხისმგებლობისათვის, რომელიც მან გამოიჩინა თავისი თემის მოსახლეობის მიმართ. თითო ტომარა ფქვილი დღეს უმწეო და ხანძრით დაზარალებულებს ბარათაულში დავუნაწილეთ, თუმცა აქცია მოიცავს ბარათაულის თემის ყველა სოფელს. სოციალური აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ყურადღების მიღმა, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა ესაჭიროება“- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. ფრიდონ ფუტკარაძემ მოსახლეობას ჯანდაცის რეკომენდაციების გათვალისწინება, მუნიციპალიტეტში ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები და თვითმმართველობის გადაწყვეტილება გააცნო,რომელიც ადგილობრივებზე ავტომობილების მომსახურებას გულისხმობს აუცილებელი საჭიროებისათვის.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)