|
2020-03-27 15:06:21, 1662 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ინფრასტრუქტურული, საგზაო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს
აჭარაში ინფრასტრუქტურული, საგზაო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ე.წ. ოცნების ქალაქის სამშენებლო ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის საძირკვლის არმირება ხორციელდება. სამუშაოებში დაახლოებით 70 ადამიანია დასაქმებული. მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო. თორნიკე რიჟვაძე პროექტის მიმდინარეობით და პანდემიის ფონზე დასაქმებულთა უსაფრთხოების საკითხით დაინტერესდა. „აჭარაში ე.წ. ოცნების ქალაქის, საგზაო ინფრასტრუქტურის და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების მშენებლობა გრძელდება. მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ნორმები და რეკომენდაციები. არსებული პროექტები მნიშვნელოვანია აქ დასაქმებულებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. პანდემიასთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნება გატარებული ყველა პრევენციული ზომა, ამავე დროს გაგრძელდება რეგიონში მიმდინარე პროექტები. ყველა ერთად შევძლებთ გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან", – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)