05:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 14:22:26, 2051 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე - ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო

 „ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო. კეთილი ინებოს ყველამ და თუკი რამე დახმარება სურს ვინმესთვის, გააკეთოს ეს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად“, - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე გუშინ, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, მსგავსი აქციების ჩატარებისას, ორგანიზატორებმა შესაბამის ადგილობრივ სტრუქტურებთან უნდა ითანამშრომლონ და გამოიყენონ მათი კარგად გამართული მენეჯმენტი და შესაბამისად  დატრენინგებული ადამიანური რესურსი.

 „ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო. კეთილი ინებოს ყველამ და თუკი რამე დახმარება სურს ვინმესთვის, გააკეთოს ეს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად. მათი დახმარებით და მათი  რეკომენდაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც გუშინ, ასევე წარმოიშობა საფრთხე და ეს იქნება არა ჰუმანიტარული, არამედ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამართული რაღაც აქცია, რომლის დროც დღეს ნამდვილად არ არის",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics