05:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 13:32:38, 1826 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე - ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართევლოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას

„ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართევლოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე ქვეყანამ ტესტები უკან დაუბრუნა კომპანიას. ამის შესახებ ტიკარაძემ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშანა, რომ ასეთი კომოპანია იყო ბიოოსი, რომელთანაც საქართველოსაც ჰქონდა ხელშეკრულება დადებული, თუმცა დღეს ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ არის.

„ვიცი, რომ ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ტესტებთან დაკავშირებით, ვითყვი იმას, რომ კომპანია ბიოოსმა გამომდინარე იქიდან, რომ  ეს კომპანია არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გამოიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული.

საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან თუმცა დღეის მდგომაროებით, ამ კომპანიის ტესტები ჩვენ ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. გარდა ამისა, მე მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და განვმეორდე, რომ ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართევლოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას და ეს დაკვირვება მდგომაროებს შემდეგში, რომ ყველა ტესტის გადამოწმება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით ხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული  პერიოდის მანძილზე ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენ მოქალაქეებში და შემდეგ ვიყენებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics