|
2020-03-25 18:35:38, 6937 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონაში მოწყობილ გამშვებ პუნქტებს კონტროლის მექანიზმები დაამატა
თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე დამატებითი კონტროლის მექანიზმებს ამონტაჟებენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით დაინსტალირდა მოძრავი ვიდეოკამერები, რომლის მეშვეობითაც აღმოსავლეთ სარდლობის მართვის ცენტრი პირდაპირ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ. „დღეს ქართველმა სამხედროებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან მავთულხლართებიც დაამატეს და ამით ტერიტორიის კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს. გუშინ ღამით კი, აღმოსავლეთ სარდლობამ ხუთივე გამშვებ პუნქტზე ძლიერი ღამის განათების სისტემა დაამონტაჟა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მყარი ბარიერები განალაგა. ქართველი სამხედროები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინო ზონად გამოცხადების პირველივე დღიდან მონაწილეობენ. თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრული კოორდინაციით, საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)