2015-08-08 11:30:16, 543 ნახვა
პოლიტიკა
აგულაშვილი: ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ
„ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ამ დღეს იმ განცდით და გრძნობით უნდა ხვდებოდეს, რომ ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად“,-ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო.
„ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ამ დღეს იმ განცდით და გრძნობით უნდა ხვდებოდეს, რომ ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. უნდა დავიბრუნოთ ანექსირებულ ტერიტორიები, ოღონდ ამას ზედმეტი ემოციების და ზედმეტი მსხვერპლის გარეშე უნდა მივაღწიოთ“,-განაცხადა აგულაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან