|
2020-03-20 21:53:13, 1446 ნახვა
კომენტარი
კვიციანი სინოდის განჩინებაზე - მადლობა კორონას, უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა და უამრავი სიკეთე მოგვიტანა
„მადლობა ჩემო მტერო კორონა, საკმარისად სიკეთე გვიყავ, აწი წადი მშვიდობით სხვაგან, დანარჩენ მსოფლიოში დაამყარე წესრიგი, ჩვენ გამოვსწორდით“, - ასე ეხმაურება პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი ზიარების წესთან დაკავშირებით წმიდა სინოდის მიერ მიღებულ განჩინებას. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა და უამრავი სიკეთე მოგვიტანა. „ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა, მადლობა ჩემს გამჩენს, რომელმაც ქართველად, მართლმადიდებლად გამაჩინა! მადლობა კორონას, უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა და უამრავი სიკეთე მოგვიტანა - ემიგრანტი დედები უბრუნდებიან შვილებს, სოფლად მიტოვებულ სახლებში 80% დაბრუნდა, გლობალიზაცია, უსაზღვრო ლიბერალიზმი შეაჩერა. ქართველებს დაუბრუნდათ ქართველებისადმი პატივისცემა. მე პირადად აწი რომც შემეყაროს კორონა, მაინც სამადლობელს ვიტყვი კორონას მიმართ. „მადლობა ჩემო მტერო კორონა, საკმარისად სიკეთე გვიყავ, აწი წადი მშვიდობით სხვაგან, დანარჩენ მსოფლიოში დაამყარე წესრიგი, ჩვენ გამოვსწორდით! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის“. პ.ს.ჩემო აფხაზო ძმებო და დებო, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ ერთმანეთს, ჩემო ოსებო, ჩავთვალოთ, რომ ემიგრაციაში ვიმყოფებით ერთმანეთისგან და დავბრუნდეთ სახლში, ჩვენ ერთნი ვართ! ჩემო რუსო ოკუპანტებო, მოუსმინეთ თქვენს წმინდანს, სერაფიმ საროველს და შეაჩერეთ ჩვენთან დაპირისპირება! ნუ შეუშლით რუს, აფხაზ და ოს ხალხს ქართველებთან მეგობრობაში ხელს, მარიამ ღვთისშობელი შეგეწევათ ამ მძიმე სნეულებასთან ბრძოლაში. უფალს ებარებოდეთ“, - განაცხადა კვიციანმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)