07:41 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 16:18:15, 1419 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება შესაძლებელია ისე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს

„ევროპული საქართველოს“  ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება შესაძლებელია ისე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს.

ამით ბოკერია პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიორგი კახიანს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადების შემთხვევაში, კონსტიტუციური განხილვები ჩერდება.

„საგანგებო ზომები უკვე ძალაშია, უნდა გვესმოდეს ყველას. თუ გახდება საჭირო საკონსტიტუციო საგანგებო რეჟიმის შემოღება, რა თქმა უნდა, ეს უნდა იქნეს შემოღებული. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია ამ ორივე ამოცანის გადაჭრა, რომ თან საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს და თან, თუნდაც საკონსტიტუციო საგანგებო რეჟიმი იყოს გამოცხადებული. ეს ტექნიკურად აბსოლუტურად შესაძლებელია. უნდა გვესმოდეს, როცა საგანგებო საკონსტიტუციო რეჟიმზეა საუბარი, ზუსტად უნდა ითქვას, კერძოდ რა ზომების მიღება სჭირდება მთავრობას ისეთი, რომელსაც დღეს ვერ იღებს, ამას თუ იტყვიან, მაშინ ყველა დაუჭერს მხარს ამ კონკრეტულ საკონსტიტუციო რეჟიმს კონკრეტული შეზღუდვების მისაღწევად“, - განაცხადა ბოკერიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics