07:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 15:33:17, 1209 ნახვა

კომენტარი
აკაკი ზოიძე - მთავარ იარაღად კვლავ იზოლირება რჩება

მიუხედავად დაგეგმილი ღონისძიებისა რაც მასობრივ ტესტირებას მოიცავს მთავარ იარაღად კვლავ თვითიზოლაცია რჩება - ამის შესახებ, აკაკი ზოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ტესტირება დაავადების შეკავებას დაეხმარება , ხოლო მოსახლეობამ კი პირველ რიგში, კვლავ ჯანდაცვის სამნისტროს რეკომენდაციები უნდა დაიცვას და დარჩნენ სახლში.

,,დღეს იყო საზოგადოებრიი ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრა,თუ რა სავარაუდო სცენარები შეიძლება განვითარდეს ყველაზე მძიმე და ყველაზე საიმედო შემთხვევაში და იმ საკითხებზე თუ რა ღონისძიებები გატარდა მთავრობისმიერ და რა ზომებია გასატარებელი , ეს იყო ის საკითხები რაზეც ძირითადად მიდიდოდა მსჯელობა.

კონკრეტული ღონისძიებები დაისახა, კონკრეტულ შეთანხმებებსაც  მივაღწიეთ, რომ კვირაში ერთხელ მოხდება ამ ფორმატში მსგავსი საკითხების განხილვა, მოდელირება იმ სიტუაციის რაც შემდეგი თვის განმავლობაში გვექნება. 

ვისაუბრეთ ტესტირებაზე, იმაზე თუ როგორუნდა მოხდეს და რომელ ჯგუფს ჩაუტარდება პირველ რიგში. ტესტირება არ არის პანაცია, ის ბოლოს არ მოუღებს ქვეყანაში ეპიდ აფეთქებას, ეს არის ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტი, რომლითაც მოხდება დაავადების შეკავება, მაგრამ რა ჯგუფებს ჩაუტარდება პირველ რიგში ეს არის ჯანდაცვის ორგანიზაციის კომპეტენცია და ჩამოწერილია კონკრეტული გეგმა ამასთან დაკავშირებით. 

რეკომენდაცია რჩება იგივე: იზოლირება, ფიზიკური დისტანცირება და სოციალური სოლიდარობა. ტესტირებაც ეხმარება სწორედ იმას, რომ გამოვავლინოთ ადამიანები რომლებიც უნდა მოხვდნენ კარანტინში. მთავარ იარაღად რჩება კვლავ იზოლირება, გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და დავრჩეთ სახლში", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics